“ახალი წლის დღეებში დედა გარდაეცვალა, ის თავს ვაგონს აფარებს” – 6 წლის გოგონას ისტორიამ საზოგადოება შეძრა + (ფოტოები)

0
462
“ახალი წლის დღეებში დედა გარდაეცვალა, ის თავს ვაგონს აფარებს” – 6 წლის გოგონას ისტორიამ საზოგადოება შეძრა + (ფოტოები)
7 წლის გოგონა, რომელსაც ახალი წლის დღეებში დედა გარდაეცვალა, ვაგონში ცხოვრობს
ამ გოგონას შესახებ ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა უამბო საზოგადოებას. იმედია, გამოჩნდებიან გულისხმიერი ადამიანები და დაეხმარებიან მას:

“ვიღაც თბილად იჯდა ბუხართან და შუშხუნა ღვინის წრუპვით შეხვდა ძველით ახალ წელს, ვიღაც მაშხალას ანთებდა, ვიღაც კონცერტს ადევნებდა თვალს, მაგრამ 6 წლის გოგოს – სალომე მამუდოვს არაფერი ეხალისებოდა.
15 მარტს 7 წლის გახდება. ალბათ, არც

მაშინ ექნება სამხიარულო.
ახალი წლის წინა დღეებში დედა გარდაეცვალა. ჩასასვენებელი გლდანის გამგეობამ დაუფინანსა. მას მამაც არ ჰყავს.
ის თავს სამხედრო ჯიხურში აფარებს, რომელიც მეტრო “ახმეტელის თეატრთან, “კარფურის” უკან არის. დეიდამ, ქალბატონმა ანჟელამ, რომელიც თავადაც უმუშევარია, ბავშვის მოვლა საკუთარ თავზე აიღო. ახლა დაწესებულებებში უნდა ირბინოს, რომ სალომესთვის ორასლარიანი შემწეობის უფლება მოიპოვოს.

mshoblebi

ისინი წუხანდელ ახალ წელს წვალებით ნაშოვი შეშით გათბნენ.
სალომეს არაფერი აქვს, არც სახლი აქვს, არც მშობლები ჰყავს.
მაგრამ გულის სიღრმეში აქვს ერთი რამ – იმედი, რომ ერთ დღეს მასთანაც დადგება ახალი წელი”.

mshoblebi

ვისაც დახმარება გსურთ, დაუკავშირდით ბავშვის დეიდას – ანჟელას 558606846.

LEAVE A REPLY