ახალი დეტალები თურქეთში გარდაცვლილი ქართველი შესახებ – ,,მეგობარს დაურეკა, ვაზა ჩამარტყა თავშიო”

0
748
ახალი დეტალები თურქეთში გარდაცვლილი ქართველი შესახებ – ,,მეგობარს დაურეკა, ვაზა ჩამარტყა თავშიო”

სტამბოლში გარდაცვლილი ქართველის, მზია დუნდუას საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. ქართველი ემიგრანტები და მზია დუნდუას მეგობრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ეჭვი იმ ადამიანზე მიაქვთ, რომლის ოჯახშიც გარდაცვლილი მუშაობდა.
სოციალური ქსელის მომხმარებელ შოთა სიხარულიძეს ქართველი ემიგრანტები სტამბოლში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებს აწვდიან. მისი თქმით, მზია დუნდუა უბედურ შემთხვევამდე თავის ქართველ მეგობარს ესაუბრა და გაუმხილა, რომ სახლის პატრონმა თავში ვაზა ჩაარტყა. ამის შემდეგ შოთო სიხარულიძის თქმით, გარდაცვლილი კონტაქტზე აღარ გამოსულა.
შოთო სიხარულიძე:  ,,გარდაცვალებამდე ქალბატონმა მზიამ დაურეკა თავის მეგობარს, ვინც დაასაქმა თურქეთში და უთხრა, რომ დამსაქმებელმა თავში ჩამარტყა ვაზა და თავი მაქვს გახეთქილიო.  ამის შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა”.
როგორც შოთო სიხარულიძე ,,პრაიმტაიმნიუსს” უყვება მზია დუნდუას სამი თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები და კონფლიქტი ამასთან დაკავშირებით დაიწყო.
,,მას სჭირდებოდა თანხა, ეს ქალბატონი კი თანხას არ აძლევდა. სხვათაშორის ჰქონდა ამ ქალს მანიაკური ქცევები. მანამდე ამ ქალის ბავშვთან მზიას მსგავსად მუშაობდა სხვა ქართველი, რომელიც ახლა შოკშია, მეც მომკლავდაო. კიდევ კარგი გამოვედიო. იმ ბავშვს, რომელსა  მზია უვლიდა ძალიან უყვარდა გარდაცვლილი, არ შორდებოდა დ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ”, – ამბობს შოთო სიხარულიძე.
ქართველი ემიგრანტების ვარაუდით, ქალმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ თვითმკვლელობის სცენა გათამაშებულიყო.
როგორც ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს უყვებიან, კონფლიქტის შემდეგ, ქალი სახლიდან გამოვიდა, ბავშვი დატოვა და დაახლოებით ორი საათის შემდეგ დაურეკა დაცვას და უთხრა, რომ ჩემი შვილის ამბის გაგება მინდაო და არ მპასუხობს მზიაო და მაინტერესებს, ბავშვს საჭმელი თუ აჭამაო. დაცვამ კარი ვერ გააღო, მოგვიანებით შეამტვრია და მზია დუნდუა გარდაცვლილი დახვდათ.
,, თურქეთის მხარე თვითმკვლელობის ინსცენირებას ახდენს, მაგრამ როცა ადამიანი დაჩეხილია, როგორ შეიძლება თვითმკვლელობა იყოს? ბევრი კითხვები რჩება ამ ყველაფერთან დაკავშირებით”, – ამბობს შოთო სიხარულიძე.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ სხეულზე 40 ჭრილობა აქვს და ვენებიც დასერილი აქვს. პროკურატორის ვერსია, ეწინააღმდეგება იმ ვერსიას, რომელსაც მზია დუნდუას მეგობრები გამოთქვამენ.
პროკურატურის განცხადებით, რომელიც კამერის ჩანაწერებს ეყრდნობა, გარდაცვალების დროს მზია დუნდუა სახლში მარტო იმყოფებოდა.
თურქეთში საქართველოს კონსული, ირაკლი ასაშვილი აცხადებს, რომ თურქეთში ქართველი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
კონსულის თქმით, ამოღებულია სახლში განთავსებული კამერის ჩანაწერები, საიდანაც პროკურატურის ინფორმაციით, ჩანს, რომ ქალბატონის გარდაცვალების დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
“ამოღებული კამერის ჩანაწერები, რომლებიც განლაგებული იყო საცხოვრებელ სახლში. ყველა ვერსიას განიხილავს გამოძიება, მაგრამ პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ბინაში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. გამოძიება ელოდება ექსპერტიზას”,-განაცხადა ასაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი რუსთავის მკვიდრი, ორი შვილის დედა, 51 წლის მზია დუნდუაა. ,,პრაიმტაიმნიუსმა” სცადა გარდაცვლილის ოჯახის ნათესავებთან დაკავშირება, თუმცა მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

LEAVE A REPLY