ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია , რომ დაკავებულია ცნობილი ადმიანი რომელმაც…

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია , რომ დაკავებულია ცნობილი ადმიანი რომელმაც...

ამ წუთებში სამართალდამცავები გუკა რჩეულიშვილის საცხოვრებელ ადგილზე იმყოფებიან. ამის შესახებ ,,ნიუპოსტს” მაია რჩეულიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, იქ იმყოფება ვახტან გრჩულიშვილიც.
,,10 კაცი შევიდა, 10 კაცი… გუკა აკეთებს ,,ოუფენიარს”, სამდღიან კნცერტს ლისის ტბაზე, უბრალოდ იქ იყო გასული და არ დახვდათ სახლში. ეხლა არ ადასტურებენ? ეტყობა არ მოსწონთ ფაქტი. ახლაც იქ არის პროკურატურა და იქ არის ვახოც, ლელას სახლში იმყოფებიან” – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცენტრ-პოინტის ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია მიდმინარეობდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია გუკა რჩეულიშვილიც. არსებული ინფორმაციის დაკავებულები არიან კომოპანიის ორი თანამშრომელი – სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი.

ცენტრ-პოინტის 2 თანამშრომლის დაკავების ფაქტს ადასტურებს მთავარი პროკურატურა. როგორც მთავარი პროკურატურის საზოგადოების სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა ,,ნიუპოსტთან” განაცხადა, უწყება გუკა რჩეულიშვილის დაკავებას არ ადასტურებს. მისი თქმით, დაკავებულია კომპანიის მხოლოდ 2 თანამშრომელი და საქმის მიმდინარეობის შესახებ მთავარი საგამოძიებო უწყება ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.

LEAVE A REPLY